იანეულის საჯარო სკოლაში შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე საგანმანათლებლო აქტივობებით აღინიშნა
03-12-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

სწორედ ამიტომ, სკოლაში, შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. მოსწავლეებმა ისაუბრეს შშმ პირთა უფლებებზე, მათი დაცვისა და ხელშემწყობ მექანიზმებზე. ასევე, თითოეულმა მოსწავლემ წერილი მისწერა საზოგადოებას, სადაც თავიანთ დამოკიდებულებასა და ცნობადობის ამაღლებაზე ისაუბრა.

აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.

ღონისძიების ორგანიზატორი სპეციალური მასწავლებელი თამარ ფიფია გახლდათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203