„პოზიტიურია სასკოლო გარემო, სადაც მოსწავლესაც და მასწავლებელსაც მიუხარია“- თენგიზ შავაძე, ივერიის საჯარო სკოლის დირექტორი
03-12-2024

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლის დირექტორი თენგიზ შავაძე მოსწავლეებს მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებულ სასწავლო გარემოს სთავაზობს. მისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლე-მასწავლებლებთან მეგობრული, ნდობაზე დამყარებული ურთიერთობები. როგორც სკოლის ხელმძღვანელი ამბობს, ბავშვებისგან ბევრს სწავლობს, თავად კი მათთვის საჭირო რჩევებს არასდროს იშურებს. 

etaloni.ge-ის ბლიც-კითხვებს სკოლის დირექტორი თენგიზ შავაძე პასუხობს:

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- დადებითი ატმოსფეროს შექმნას სკოლაში, სადაც მოსწავლესაც და მასწავლებელსაც უხარია მისვლა.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- არიან მეგობრულები და ყველა იმ უნარით დაჯილდოებულნი, რაც აუცილებელია სწავლა-განათლებისთვის.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- განათლებულ, პროფესიონალ და პასუხისმგებლიან პედაგოგებს და დირექტორს.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- მოსწავლეებთან ურთიერთობა, რადგან ისინი გვასწავლიან ბევრ საინტერესო რამეს.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- „ვეფხისტყაოსანი“, რადგან გვასწავლის ზოგადსაკაცობრიო იდეებს და თემებს.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- არაფორმალურ გარემოში მიღებული ცოდნა, გრძელვადიანია და ცხოვრების საუკეთესო გაკვეთილია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...