მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიაგეორარხის საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპლექსური დავალებებით ხალისით სწავლობენ. შემოქმედებითი დავალებები მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, თავშესაქცევია.
ახლახან, მე-7 კლასის მოსწავლეებმა საგაკვეთილო თემის - „რთველი სოფელში“ ფარგლებში მაკეტები დაამზადეს.
მოსწავლეებმა საინტერესო შემოქმედებითი პროდუქტი შექმნეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: