ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში არა მხოლოდ მოსწავლეთა განათლებაზე, არამედ მათთვის სხვადასხვა მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.
ამჯერად, ბიოლოგიის მასწავლებელმა - ვრეჟ ელოიანმა და სკოლის ექთანმა - ეგისაბეტ ღაშხჩიანმა დიაბეტთან და შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეებთან დაკავშირებით, თემატური პრეზენტაცია გამართეს.
მათ საკითხზე ამომწურავად ისაუბრეს, მოსწავლეთა კითხვებს უპასუხეს და საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს.
აღსანიშნავია, რომ ახალგზარდებს ცნობიერება აუმაღლდათ და დრო შინაარსიანად გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: