მინაძის საჯარო სკოლის მუსიკის წრემ - „ქართული ფოლკლორი“ მუშაობა შეაფასა 
04-12-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლის მოსწავლები ხალისით ეუფლებიან ვოკალურ ოსტატობას, ხალხურ საკრავებზე დაკვრასა და ფოლკლორულ ტრადიციებს.

სკოლაში შეიქმნა მუსიკის უფასო წრე სახელწოდებით - „ქართული ფოლკლორი“.

როგორც სკოლაში გვეუბნებია, საწრეო მუშაობის მიზანი, იყო საქართველოს კუთხეების, მუსიკალური კულტურის, ხალხური სიმღერის, ცეკვისა და მუსიკალური საკრავების შესახებ, ინტერესების და ცოდნის უფრო მეტად გამდიდრდება,  გაღრმავება. მუსიკალური უნარ-ჩვევების წარმოჩენა, განვითარება და კულტურულ მსმენელად ჩამოყალიბება.      

26 ნოემბერს, მოეწყო მუსიკის წრის მუშაობის შეჯამება-პრეზენტაცია. ცოდნის გამთლიანების გარდა, მოსწავლეებმა დაამზადეს რესურსები: საქართველოს რუკა მუსიკალური ინსტრუმენტების გავრცელების არეალით და კროსვორდი. 

მოსწავლეთა და მასწავლებელთა ერთობლივად  შესრულებულმა მესხურმა სიმღერამ - „მამლი მუხასა“ დიდი მოწონება დაიმსახურა. 

დასასრულს კი  სასკოლო საზოგადოებამ  დადებითად შეაფასა წრის მუშაობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203