საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე კი პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
ახლახან, თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის Xბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი მაყვალა ანთაძე) გამართეს საინფორმაციო შეხვედრა პროექტზე სახელწოდებით - „კლიმატური და ეკოლოგიური პრობლემები და მისგან გამოწვეული ცვლილებები“.
მოსწავლეებმა, პროექტის ფარგლებში, განიხილეს გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზანი. ასევე, ხაზი გაუსვეს მოქალაქეთა განათლებისა და ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას კლიმატური ცვლილებების შემცირების მიზნით.
თამარ მეფის გიმნაზიაში მუდმივად ხორციელდება მსგავსი პროექტები, რაც მოსწავლეებს ეხმარება მიღებული ცოდნის სიღრმისეულად განმტკიცებაში.
იხილეთ ფოტოები: