დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები პროექტებით სწავლებას ხშირად მიმართავენ, რადგან სასწავლო მეთოდი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინეტრესით გამოირჩევა.
ახლახან, სკოლის მე-6 კლასის დამრიგებელმა - ვალერი ჩიტაურმა, საგნის - „ჩვენი საქართველო“ შესწავლისას მოსწავლეებს შესთავაზა პროექტი სახელწოდებით - „ჩვენი საქართველო“.
ბავშვები დიდი შემართებითა და გულისყურით მოეკიდნენ პროექტზე მუშაობას, შედეგად კი გაკვეთილზე თავიანთი ნამუშევრები წარმატებით წარმოაჩინეს.
ყველა გუნდს, თეორიულ მასალასთან ერთად, ფორმატებზე ტაძრების ნახატები ჰქონდა წარმოდგენილი.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პრეზენტაციამ ძალიან საინტერესო და თბილ გარემოში ჩაიარა.
პრეზენტაციის ბოლოს პედაგოგმა მოსწავლეები წამახალისებელი სიგელებით დააჯილდოვა.
იხილეთ ფოტოები: