ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
3 და 4 დეკემბერს, ბენარის საჯარო სკოლისა და მასთან შერწყმული შოლავერის დაწყებითი კლასების მოსწავლეებთან, სკოლის ექთანმა - ეთერი კოსიანმა ჩაატარა პრეზენტაცია თემაზე - „ჯანსაღი კვება“.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ კლასის დამრიგებლები.
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ღონისძიებაში, დასვეს არაერთი კითხვა, რომლებზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.
ბავშვებმა იმსჯელეს და დააფიქსირეს თავიანთი აზრი სწორ კვებასთან დაკავშირებით.
ასევე შეადარეს ილუსტრაციები რეალურ ცხოვრებას, გაავლეს პარალელები და მოიყვანეს ცხოვრებისეული მაგალითები.
პრეზენტაცია მოსწავლეებისათვის სახალისოდ და საინტერესოდ წარიმართა.
იხილეთ ფოტოები: