გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ აქთაქლის საჯარო სკოლას დირექტორი ზამილა ალიევა წარმატებით ხელმძღვანელობს, მოსწავლე-მასწავლებელთა კეთილდღეობაზე აქტიურად ზრუნავს და საკუთარი წვლილი შეაქვს განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებაში.
ამის დასტურია, მათ შორის, საპატიო დიპლომიც, რომელიც etaloni.ge-მ დირექტორს მიანიჭა.
საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა ზამილა ალიევას დიპლომი სასკოლო აქტივობა-სიახლეების, სკოლის, მოსწავლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის გადასცა.
აღსანიშნავია, რომ etaloni.ge წლის ბოლოს, ტრადიციულად, აჯამებს მიღწევებს და აღნიშნავს დირექტორთა წარმატებას. აქთაქლის საჯარო სკოლა კი, დირექტორის ხელმძღვანელობით, etaloni.ge-სთან ნაყოფიერად თანამშრომლობს და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენის, ცოდნის გავრცელებისა და პოპულარიზაციის საქვეყნო საქმეში ჩვენს გვერდით დგას.