ბათუმის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვაჟა-ფშაველას პოემის პერსონაჟები გააცოცხლეს
18-06-2018
ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვაჟა-ფშაველას პოემაზე „სტუმარ-მასპინძელი“ ლიტერატურული კომპოზიცია დადგეს. 

XI კლასის მოსწავლეებმა სცენაზე ჯოყოლას, ზვიადაურის და აღაზას პერსონაჟები გააცოცხლეს. 

სპექტაკლი ბონის კულტურის სახლში გაიმართა და მაყურებელთა მოთხოვნით ორჯერ აჩვენეს. 

ბათუმის N1 საჯარო სკოლა მადლობას უხდის მოსწავლეებს, მათ დამრიგებელს, იდეის ავტორსა და რეჟისორს შესანიშნავი გამოსვლისთვის და წარმატებებს უსურვებს. 

იხილეთ ვიდეო და ფოტო 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203