ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხიის საჯარო სკოლაში დიდი ზეიმი იყო.
იქ გვიანი შემოდგომა აღინიშნა და ღონისძიება სიმბოლურად ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს მიეძღვნა. თავდაპირველად, მსმენელებს მარიამ გვეტაძემ და თამარ გოგელაშვილმა ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფია და შემოქმედება წარუდგინეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების აქტიური მსმენელები იყვნენ დირექცია, პედაგოგიური კოლექტივი და მოსწავლეთა მშობლები.
მოსწავლეები ხალისით, სიმღერებითა და ლექსებით მოეფერნენ „გვიანი შემოდგომის“ ფერად დღეებს I-IX კლასის მოსწავლეები და სასკოლო ცხოვრების ისტორიაში კიდევ ერთი დღე გაალამაზეს. მათ თათარა მოადუღეს და ჩურჩხელები ამოავლეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება.
იხილეთ ფოტოები: