ფიროსმანის საჯარო სკოლის გეოგრაფიის მენტორმა მასწავლებელმა ლიანა მამულაშვილმა პროექტი - „სტუმრად ვაშლოვანის ნაკრძალში“ განახორციელა.
პროექტში VI, VII, VIII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის აღსაზრდელებმა ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები დაათვალიერეს და საექსპოზიციო და საპრეზენტაციო დარბაზი ნახეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოზარდები გასვლითი გაკვეთილიდან სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები