წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარების საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. მოსწავლეთა ხარისხიან განათლებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს.
ახლახან, სკოლაში პროგრამის - „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილე ინგლისურის ენის კონსულტანტ-მასწავლებლმა - ხათუნა კრაველიძემ მე-5 კლასში ჩაატარა საინტერესო ღია გაკვეთილი თემაზე - Parts of the house and household objects.
გაკვეთილი დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით, რითაც ხელი შეეწყო მოსწავლეთა ოთხივე ასპექტის: მოსმენის, წერის, კითხვისა და საუბრის უნარ-ჩვევების განვითარებას.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მასწავლებელმა გაკვეთილზე გამოიყენა ციფრული საგანმანათლებლო რესურსები, რათა მაქსიმალურად გამოეწვია მოსწავლეთა ინტერესი და ჩართულობა.
აღსანიშნავია, რომ ციფრული საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება გაკვეთილზე, მისი სხვადასხვა მეთოდითა და ინსტრუმენტით გაჯერება არის სასწავლო პროცესის სრულყოფისა და ოპტიმიზაციის უმნიშვნელოვანესი ასპექტი, რაც მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის სწავლა-სწავლების პროცესს.
გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელმა მოსწავლეები შეაფასა განმავითარებელი კომენტარით.
მასწავლებელმა დამსწრე კოლეგებისგან მიიღო პოზიტიური უკუკავშირი. მათ აგრეთვე გამოთქვეს დიდი სურვილი სამომავლოდ მსგავსი გაკვეთილების ჩატარებისა, სადაც კოლეგებს საშუალება ეძლევათ ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკა.
იხილეთ ფოტოები: