საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის საჯარო სკოლაში ეკოკლუბი „სიმბიოზი“ აქტიურად ფუნქციონირებს.
დაარსების დღიდან, კლუბის მიზანი მხოლოდ გარემოსდაცვით აქტივობებში მონაწილეობა არაა. კლუბის ლიდერები დაბალი საფეხურის მოსწავლებიის, სხვადასხვა მიმართულებით, ცნობიერების ამაღლებაზე ყოველთვის ზრუნავენ.
ამჯერად, მათ შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ისინი თანასკოლელებს დაავადების გადადების, პრევენციის, დაავადებასთან არსებული სტიგმის შესახებ ესაუბრნენ. შეხვედრის ბოლოს, საუკეთესე მსმენელი გამოავლინეს.
„მადლობა კლუბის ლიდერებს, ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს, ვინც ამ შეხვედრას ესწრებოდა“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: