მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობებითაა გაჯერებული.
მათ შორის, სკოლაში ფილოლოგ სპარტაკ გირგვლიანის ხელმძღვანელობით, შემოდგომის ზეიმი გაიმართა. მის მიმდინარობაში მოსწავლეები და მშობლები აქტიურად ჩართნენ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა დადგეს სპექტაკლები, ლექსები წაიკითხეს, სიტყვა წარმოთქვეს, შემოდგომის მშვენიერებაზე ისაუბრეს და დრო შინაარსიანად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო გარემო შემოდგომის ნობათითა და ფერადი ფოთლებით იყო გაფორმებული.
იხილეთ ფოტო და ვიდეო: