ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტის საჯარო სკოლამ ავტორიზაციის სტანდარტები წარმატებით დააკმაყოფილა.
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის კომისიის გადაწყვეტილებით, სკოლამ ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მოიპოვა.
სკოლის დირექცია და პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეების განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. სწორედ მთელი სასკოლო საზოგადოების შრომის დადასტურებაა ისიც, რომ სკოლამ ავტორიზაცია გაიარა.
შეგახსენებთ, რომ ავტორიზაცია არის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმი, რომლის მიზანია დაწესებულების ინსტიტუციური შეფასება, მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა დაწესებულებაში იდენტიფიცირებული გამოწვევების გადასაჭრელად.