„ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“- ამ დევიზის ირგვლივ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტისა და რუსლან მელაძის სახელობის ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლების მოსწავლეები გაერთიანდნენ და ჩატარდა სპორტული თამაშები ფრენბურთში.
შეხვედრა მეგობრული იყო და ორივე სკოლის გაერთიანებული გუნდები თამაშობდნენ.
როგორც სკოლების პედაგოგი მაია გელაძე აღნიშნავს, აქტივობის მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების დანერგვა ყოველდღიურობაში.
ამჯერად, სპორტულ ღონისძიებას ღურტის საჯარო სკოლამ უმასპინძლა, ამასთან როლები ხშირად იცვლება.
„მადლობას ვუხდით, ღურტის საჯარო სკოლას მასპინძლობისა და აქტივობის ხელშეწყობისათვის. მათ ქვემო ვაშლოვნის სკოლას სიხარულით უმასპინძლეს“,- აღნიშნავს პედაგოგი და დასძენს, რომ სკოლები აქტიურად თანამშრომლობენ და ხშირად იმართება მსგავსი აქტივობები, ხან ერთი სკოლში და ხან მეორეში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: