ხელოვნების შთამბეჭდავი გაკვეთილები კიროვაკანის საჯარო სკოლაში
06-12-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, უკვე კიროვაკანის სკოლის მოსწავლეებს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მეტად საინტერესო გაკვეთილები უტარდებათ, რომელთაც პედაგოგი გაიანე მაკარიანი უძღვება. 

გარდა თეორიული ცოდნისა, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი პრაქტიკულ აქტივობებში. 

მასწავლებელი ცდილობს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობის წარმოჩენას და მათი შემოქმედებითობის განვითარებას. 

გაიანე მაკარიანი ეხმარება მოსწავლეებს, საკუთარი ინტერესები, ფიქრები, მიზნები თუ  ოცნებები გადაიტანონ ფურცელზე და ფერებით გაამრავალფეროვნონ თითოეული ნამუშევარი. 

დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები ხატავენ, ხაზავენ, ძერწავენ, ამზადებენ სხვადასხვა შინაარსის ფიგურებს და აწყობენ შიდასასკოლო გამოფენებს.

„თითოეული მოსწავლე გამოირჩევა განსაკუთრებული ნიჭით, მათ ნიჭს სჭირდება მეტი თავისუფლება, მეტი ხელშეწყობა, რათა განვითარდნენ და იპოვონ საკუთარი გზა შემოქმედებით ჭრილში თუ სხვა მიმართულებით. სწორედ სკოლა არის ადგილი, საიდანაც ეყრება საფუძველი ბავშვის უნარების გამოვლენას და დახვეწას. ჩვენც ვცდილობთ გავუხსნათ გზა აღნიშნულის მხრივ და შევიტანოთ წვლილი მომავალი თაობების მომავლის ჩამოყალიბებაში“,- ამბობს საგნის მასწავლებელი გაიანე მაკარიანი

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...