რა შემთხვევაში ვერ მიიღებენ აბიტურიენტებს უნივერსიტეტები - ვალდებულება 14 დეკემბრის ჩათვლით უნდა შეასრულოთ
08-12-2024
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. 

„2025 წელს საგანმანათლებლო პროგრამაზე ან/და რამდენიმე აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გაერთიანებულად აბიტურიენტთა მიღების მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულება 2024 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით, უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონული ფორმით ავსებს სპეციალურ ანკეტა-კითხვარს. 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე 2025 წელს ვერ მიიღებს აბიტურიენტებს, თუ დადგენილ ვადაში ელექტრონულ პროგრამაში არ იქნება შევსებული ანკეტა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203