სპორტი, რომ ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურის საჯარო სკოლში კარგად იციან, ამიტომ მოსწავლეთა ჩართულობას სპორტულ აქტივობებში ახალისებენ, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას კი მნიშვნელოვან დროსა და ყურადღებას უთმობენ.
შესაბამისად, სკოლის მოსწავლეები ყოველთვის აქტიურად მონაწილეობენ, როგორც სასკოლო, ასევე რაიონულ თუ რესპუბლიკურ ღონისძიებებსა და ოლიმპიადებში, სადაც ყოველთვის მაღალ დონეს აჩვენებენ და მოწინავე პოზიციებს იკავებენ.
მიმდინარე წლის 3 დეკემბერს სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში, მძლეოსნობაში, სადაც დაიკავეს გუნდური პირველი ადგილი.
მონაწილეები - გოგონები:
სპორტის მასწავლებელი ომარი ჭელიძე გახლავთ.
სკოლაში მოსწავლეთა მიღწევებით ამაყობენ და მომავალში წარმატებებს უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: