ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მორიგ სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ.
მიმდინარე წლის 14 ნოემბერს სკოლის მოსწავლეებო (გოგონები) მონაწილეობდნენ მუნიციპალურ თამაშებში - მინი ფეხბურთში, სადაც დაიკავეს მეორე საპრიზო ადგილი.
მონაწილე გოგონები:
სპორტის მასწავლებელი ომარი ჭელიძე გახლავთ.
სკოლაში მოსწავლეთა მიღწევებით ამაყობენ და მომავალში წარმატებებს უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურის საჯარო სკოლაში სპორტსა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. სკოლის მოსწავლეები ყოველთვის აქტიურად არიან ჩართულნი, როგორც სასკოლო, ასევე რაიონულ თუ რესპუბლიკურ ღონისძიებებსა და ოლიმპიადებში, სადაც ყოველთვის მაღალ დონეს აჩვენებენ და მოწინავე პოზიციებს იკავებენ.
იხილეთ ფოტოები: