ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.
ახლახან, სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა. მასში სამი გუნდი: „ლომები”, „არწივები“ და „დელფინები“, მონაწილეობდა. თამაში „ლომებისა“ და „არწივების” გამარჯვებით დასრულდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ისინი ფინალში პირველობისთვის იბრძოლებენ. აქტივობამ მოსწავლეებს მოტივაცია და ინტერესი გაუღრმავა. ისინი მომდევნო ეტაპს მოუთმენლად ელიან.
იხილეთ ფოტოები: