„სწავლა-სწავლების ხელშეწყობა საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით“ - იორმუღანლოს საჯარო სკოლაში მასწავლებელთა კონფერენცია გაიმართა 
06-12-2024

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ახლახან, სკოლაში მასწავლებელთა კონფერენცია - „სწავლა-სწავლების ხელშეწყობა საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით“ ჩატარდა. მასში საგარეჯოსა და მარნეულის მუნიციპალიტეტების არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლები მონაწილეობდნენ.

მათ მსმენელებს საინტერესო თემები წარუდგინეს და იმ სიახლეებსა და გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება, რაც მათთვის აქტუალურია. კონფერენციას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლელა ფანოზიშვილი ესწრებოდა.

პროექტს ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები - ლალი ოსეფაშვილი  და ხათუნა ჭეშურაშვილი.

როგორც იორმუღანლოს საჯარო სკოლაში გვიყვებიან, განსაკუთრებით საინტერესო თემა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირიხლოს საჯარო სკოლის კონსულტანტ-მასწავლებელმა ნანა არაბულმა წარადგინა, რისთვისაც მას უდიდეს მადლობას უხდიან.

„მადლობა რუსუდან დუჩიძეს, თეა გურგენიძესა და ჰილალ მამედოვას, კონფერენციაში მომხსენებლად მონაწილეობისთვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203