ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.
ახლახან, სკოლაში ლამაზი ღონისძიება - „ვემშვიდობებით შემოდგომას“ გაიმართა. მის ფარგლებში, მოსწავლეებმა არაერთი საინტერესო აქტივობა განახორციელეს, იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და ნახატების გამოფენა მოაწყვეს.
ღონისძიების მომზადებაში უდიდესი წვლილი მასწავლებლებსა და კლასების დამრიგებლებს მიუძღვით. ასევე, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების სამზადისში მე-12 კლასის მოსწავლე ქეთი შათირიშვილი აქტიურად იყო ჩართული.
შემოდგომის ზეიმს მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: