ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ სუხჩის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული და ხალისი იყო.
იქ დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა „ოქროსფერი შემოდგომა“ გააცილეს. მრავალფეროვან აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით ჩაერთნენ, იხალისეს და შემოქმედებითი ნომერები გამართეს.
პატარები სასკოლო საზოგადოების წინაშე ულამაზესი ღონისძიებით წარსდგნენ, მათ შემოდგომის შესახებ ვრცლად ისაუბრეს და ინფორმაცია გაცვალეს.
ღონისძიება დამრიგებლების - ზ.ცააძისა და მ. გელენიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა.
იხილეთ ფოტოები: