„მე მივსდევ შენს ხმას“  - ანა კალანდაძის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გეზათის საჯარო სკოლაში
06-12-2024

15 დეკემბერი ანა კალანდაძის დაბადების დღეა. წელს ქართული პოეზიის დედოფლის დაბადებიდან 100 წელი გადის. ეს გამორჩეული თარიღი აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა. 

„მე მივსდევ შენს ხმას“ - ამ სახელწოდების ღონისძიება ჩატარდა აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლაში. იგი მიეძღვნა ანა კალანდაძის დაბადების ასი წლისთავს.

ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი V-IX კლასის მოსწავლეები, ქართული ენის კათედრის წევრები და დამრიგებლები - ლოლა ქურასბედიანი, ნინო მიქაუტაძე, სოფიო ჯიბლაძე, მაია ხომერიკი, ქეთევან ვეკუა და იზაბელა გაბუნია.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლოლა ქურასბედიანი.

 მოსწავლეებმა გაიხსენეს ანა კალანდაძის ბიოგრაფია, გააჟღერეს პოეტის ლექსები, მუსიკის მასწავლებლის - გულისა კიზირიას ხელმძღვანელობით შეასრულეს პოეტის ლექსებზე შექმნილი შთამბეჭდავი სიმღერები.

ღონისძიებას ამშვენებდა ოთახში გამოფენილი ანა კალანდაძის ლექსების კრებულები და მოსწავლეთა მიერ გადაწერილი ლამაზი ლექსები.

ღონისძიებამ სასკოლო საზოგადოების მაღალი შეფასება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203