წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეთა ჩართულობითა და პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სკოლაში, არაერთი საინტერესო აქტივობა და ღონისძიება იმართება.
ამჯერად, სკოლის ისტორიის კლუბ „ნორჩი ისტორიკოსი“ კლუბის წევრმა მოსწავლეებმა ისტორიის მასწავლებელ მაია სულაკაძის ხელმძღვანელობით, წარადგინეს ღონისძიება სახელწოდებით „საქართველოს სამი დიდი ქართველი ქალი“.
მოსწავლეებმა ისაუბრეს და მინი სპექტაკლებით წარადგინეს წმინდა ნინოს, ქეთევან დედოფლისა და თამარ მეფის ცხოვრება და მოღვაწეობა.
აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.
იხილეთ ფოტოები: