წარმატებისა და კეთილდღეობის მოზიდვის გზები წინასაშობაოდ - რა არის მანიფესტაცია?
05-01-2025

ახალ წელს ადამიანები იმედით და მოლოდინებით ეგებებიან. იმ იმედით, რომ ძველი წლის გასვლასთან ერთად, მათი პრობლემების ნაწილი დავიწყებას მიეცემა და ოცნებების ახდენისკენ ნაბიჯებს უფრო თამამად გადადგამენ. 

ზოგადად, გავრცელებული აზრია, რომ ახალ წელს როგორი განწყობითაც შეხვდები, ისეთი წელი დაგებედება. ამიტომაც, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ხოლმე სადღესასწაულო დღეებს და შესაბამის განწყობას. 

ადამიანები საახალწლოდ უამრავ ჩვეულებას, რჩევასა თუ ტრადიციას მისდევენ, რათა წარმატება და იღბალი დაიბედონ. დღესდღეობით ძალიან პოპულარულია მანიფესტაციის პრაქტიკა და ჩვენც ვეცდებით გაგაცნოთ მისი არსი. 

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ მანიფესტაცია ჩვენი ფიქრის და რწმენის ძალით მოზიდული და ახდენილი სურვილია. სხვანაირად რომ ვთქვათ, თუ რაიმეზე ფიქრობთ, ესე იგი ეს თქვენთან მოვა. 

ახალი წლის პერიოდში ხშირად ვიხსენებთ გასულ თორმეტ თვესა და მიღწევებს. ჩვენ შეიძლება საკუთარი თავით ვიამაყოთ კიდეც და მადლიერებით აღვივსოთ. თუმცა ასევე, შეიძლება, რომ იმედგაცრუებული ვიყოთ და მეტის მიღწევა გვინდოდეს.

ახალი წელი კი ცარიელი ფურცელია და გვექმნება განცდა, რომ ყველაფერი უკეთ იქნება და ჩვენ მეტი შეგვიძლია. სამომავლო გეგმებზეც ხშირად ვფიქრობთ, მაგრამ ალბათ, იშვიათად თუ ჩამოვწერთ მათ და მივცემთ კონკრეტულ ვიზუალურ სახეს. თანაც, ზოგადად სურვილების ჩაფიქრებისას, ვოცნებობთ. მანიფესტაციაში კი მთავარია, რომ ჩვენი ვიფიქროთ, რომ ჩვენი სურვილები უკვე ახდენილია. მაგალითად არ უნდა თქვათ, რომ ბედნიერება გსურთ, თქვენ უნდა წარმოიდგინოთ, რომ უკვე ბედნიერი ხართ. 

მანიფესტირებისას, პირველი რაც გვჭირდება ნათელი მიზანია, უნდა ვიცოდეთ რისი მოზიდვა (ან განზიდვა) გვსურს. აღსანიშნავია, რომ რაც უფრო მკაფიო და აშკარაა სურვილი, მით უფრო მარტივია მისი მოზიდვა.

ქვემოთ მოცემულია ნიმუში დაახლოებით როგორ შეიძლება შეადგინოთ მანიფესტაცია. უნდა გქონდეთ 3 ფურცელი ერთს დააწერეთ - ჯანმრთელობა და კეთილდღეობა,

მეორეს - სიყვარული და ურთიერთობები, მესამეს - კარიერა (ან სკოლა) და ცხოვრების ხარისხი. რა თქმა უნდა, თუ სხვა ინტერესები გაქვთ, სხვა რამ ჩამოწერეთ. ასევე, დაწერეთ აწმყო და თქვენი სამომავლო მიზნები.

თითოეულის შემთხვევაში გამოიყენეთ აწმყო დრო და წარმოიდგინეთ, რომ რაც გულით გინდათ, უკვე გაქვთ.

მაგალითად, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის შემდეგი წინადადებები შეიძლება დაწეროთ:

  • მე ჯანმრთელი ვარ;
  • ყოველდღე ბევრ ბოსტნეულს ვჭამ;
  • კვირაში 4-ჯერ ვვარჯიშობ;

კარიერისა და ცხოვრების ხარისხისთვის კი, შეგიძლიათ დაწეროთ:

  • ჩემს საქმეში წარმატებული ვარ;
  • ფინანსურად უზრუნველყოფილი ვარ;
  • კარგი მეგობრები მყავს;

ყველაზე მთავარი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არის, რომ საკუთარი მიზნები ისე დაწეროთ, თითქოს, ამას უკვე მიაღწიეთ. იმის დანახვამ, თუ როგორი უნდა იყოს შენი ცხოვრება, გონებასაც დააჯერებს, რომ ეს შესაძლებელია და ამისთვის იბრძოლებს, სწორედ ამგვარად ხსნიან მანიფესტაციის მთავარ აზრსაც.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203