„ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შევიდა.
დოკუმენტში დეტალურადაა გაწერილი ავტორიზაციის საბჭოს ფუნქციები და ის ვალდებულებები, რომელიც მაძიებელმა დაწესებულებებამ ფუნქციონირებისთვის უნდა შეასრულოს.
მათ შორის გახლავთ თვითშეფასება, რომელიც ავტორიზებულმა დაწესებულებებმა ყოველწლიურად უნდა გაიარონ:
„ყოველწლიური თვითშეფასება ხორციელდება:
ა) დაწესებულების მიერ ავტორიზაციის მოპოვების შემდეგ;
ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების შემდეგ“.