„ტოლერანტობა - ადამიანური ღირსება“ - ვარევანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო პროექტი და საგანმანათლებლო აქტივობები
10-12-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარევანის საჯარო სკოლის პედაგოგები სამაგალითო მოქალაქეებს ზრდიან და საგნებთან ერთად სწორ ღირებულებებს, კაცთმოყვარეობასა და ტოლერანტობას ასწავლიან. 

შესაბამისად სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა. მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გაიაზრეს და ერთხმად აღნიშნეს, რომ ტოლერანტობის დღე ხაზს უსვამს იმ პრინციპის მნიშვნელობას, რაც ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენს.     

აღსანიშნავია, რომ ვარევანის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო თემებზე არაერთი პროექტი ხორციელდება.

ამჯერადაც, ნოემბრის თვეში, IX და XII კლასების მოსწავლეებმა, კონსულტანტ-მასწავლებელ ნინელი გოგოლაძის ხელმძღვანელობით, პროექტის - „ტოლერანტობა - ადამიანური ღირსება“ ფარგლებში მრავალი საინტერესო აქტივობა განახორციელეს.

15 ნოემბერს კი, სწორედ ამ დღის აღსანიშნავად, გაიმართა დასკვნითი ღონისძიება. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ მომზადებული კედლის გაზეთები, ნახატები, პოსტერები. გაიმართა პრეზენტაციის ჩვენებაც, რომელიც წარმოადგინეს XII კლასის მოსწავლეებმა - მილენა ბაღნიქიანმა და არმან აბაჯიანმა. მათ ისაუბრეს ტოლერანტობის მნიშვნელობაზე თანამედროვე საზოგადოებაში, დამსწრე საზოგადოებას აჩვენეს შეუწყნარებლობის მაგალითებიც, ისაუბრეს ჰოლოკოსტის შესახებ; მოამზადეს და წარმოადგინეს საინტერესო ინფორმაცია და ფაქტები.

ეს დღე ყველასთვის  საინტერესო, მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი იყო. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203