ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარევანის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ახლახან, კონსულტანტ-მასწავლებელ ნინელი გოგოლაძის ხელმძღვანელობით, შემოდგომისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ბარაქიანი შემოდგომა“ გაიმართა.
თემატურად მორთულ სასკოლო გარემოში მოსწავლეებმა საკუთარი შემოქმედება და ნიჭი წარმოაჩინეს. მათ ლექსები წაიკითხეს, საცეკვაო ნომრები გამართეს და თემატური სიმღერები შეასრულეს.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ შემოდგომის თემაზე შექმნილი ნახატებისა და ნაკეთობების გამოფენა გაიმართა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებამ შესანიშნავად ჩაიარა და დაუვიწყარ შთაბეჭდილებად იქცა მოსწავლეებისთვის.
„ღონისძიების მომზადებასა და გაფორმებაში დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი ნინო იველაშვილი და ანნა მელქონიანი, თავიანთი მოსწავლეებით“,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: