10 დეკემბერს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში, მესტიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, მოსწავლეთა I სამეცნიერო კონფერენციის - „ჩემი სვანეთი“ ფარგლებში შიდასასკოლო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციის მომხსენებელი გახლდათ მე-10 კლასის მოსწავლე გიორგი მარგველანი, რომელიც აუდიტორიის წინაშე წარდგა თემით - „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები სოფელ კალაში“.
გიორგი მარგველანმა გამართა საინტერესო და ინფორმაციული პრეზენტაცია და საინტერესოდ, გადმოსცა თუ რა ლეგენდა არსებობს წმინდა კვირიკეს და ივლიტეს სამონასტრო კომპლექსის მშენებლობაზე, ასევე, წმინდა ბარბარეს და იფრალის ეკლესიებთან დაკავშირებით.
კონფერენციის მსმენელებს მიაწოდა საინტერესო ინფორმაცია სკოლის დირექტორმა - რაულ გულბანმა, პრეზენტატორსა და მსმენელებს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
იხილეთ ფოტოები: