2024-2025 სასწავლო წლის პირველი სემესტრი მალე დასრულდება, აღსანიშნავია, რომ სარეკომენდაციო ეროვნულ სასწავლო გეგმაში არის გარკვეული საკითხები, რომლებიც მე-2 სემესტრიდან სკოლებმა უნდა გაითვალისწინონ. მათ შორის ერთ-ერთი გახლავთ შეზღუდვა XII კლასელებისთვის არჩევით საგნებთან დაკავშირებით.
საქმე ის გახლავთ, რომ სკოლას შეუძლია საკუთარი რესურსებისა და მოსწავლეების ინტერესის გათვალისწინებით შესთავაზოს მათ სხვადასხვა საგანი, რომლებიც ისწავლება კვირაში ორსაათიანი დატვირთვით.
თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ „XII კლასის მეორე სემესტრში არჩევითი საგნები არ ისწავლება“.
„არჩევითი საგნების სწავლებისას შესაძლებელია კლასი დაკომპლექტდეს პარალელური და/ან ერთი საფეხურის სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისგან“, - აღნიშნულია ესგ-ში.