ელექტრონული ჟურნალი გაითიშა - აღნიშნულთან დაკავშირებით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„გაცნობებთ, რომ ელექტრონულ ჟურნალში მიმდინარეობს სისტემური განახლება, უახლოეს პერიოდში აღდგება მუშაობა.
ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის.
პატივისცემით, EMIS-ის გუნდი!“ - ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.