რუსთავის №23 საჯარო სკოლის გუნდმა „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის“ თამაშების ფინალურ ეტაპზე ითამაშა
18-06-2018
რუსთავის №23 საჯარო სკოლის გუნდმა გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ დრამატულ თეატრში გამართულ „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის“ თამაშების ფინალურ ეტაპზე ითამაშა. რუსთავის N23 სკოლასთან ერთად ფინალურ ტურში, კერძო სკოლები - „ლამპარი“ და „მილენიუმი“ და N7, N17, N20, N24 N25, N26 საჯარო სკოლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას ჟიურის წევრის სტატუსით, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე და სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გეგი ლიპარტელიანი დაესწრნენ.
ღონისძიება „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის“ ორგანიზებითა და რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელშეწყობით ჩატარდა. იხილეთ ფოტო