ეფებოფობია თინეიჯერების შიშს ნიშნავს - იცით რა ქვია ბავშვების, სკოლის, საუბრის ან სწავლის შიშს?
ტერმინმა „ფობია“ ფართო გავრცელება ჰპოვა XX საუკუნის დასაწყისში და ჯერ ფსიქიატრიაში იქცა ტექნიკურ ცნება-ტერმინად, ხოლო მოგვიანებით კი ფსიქოლოგიაში. დღესდღეობით გამოიყენება იგი შიშის აღსანიშნავად. Etaloni.ge გთავაზობთ იმ უცნაური ფობიების ჩამონათვალს, რომელიც ჩვენი მკითხველისთვის თემატურად საინტერესოდ მივიჩნიეთ:
ეფებოფობია, ეფებიფობია - თინეიჯერების შიში
პედოფობია - ბავშვების შიში
სქოლიოფობია - სკოლის შიში
ბიბლიოფობია - წიგნების შიში, სიძულვილი
პაპიროფობია - ქაღალდის შიში
არითმოფობია - რიცხვების შიში
სოფოფობია - სწავლის ფობია
ლალოფობია, ლალიოფობია - საუბრის შიში
ესოფობია - სახლში ყოფნის შიში
ამბულოფობია - სიარულის შიში
ატაქსოფობია - უწესრიგობის შიში
ჰიპოპოტომონსტროსესკიპედალოფობია - გრძელი სიტყვების წარმოთქმის შიში
ნეოფობია, ცაინოფობია, ცაინოტოფობია, ცენოფობია, ცენტოფობია, კაინოლოფობია, კაინოფობია - სიახლის შიში
სოციოფობია - საზოგადოების ან საერთოდ ხალხის შიში ან ზიზღი