თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეები ყვარელში ღვინის ქარხანას ესტუმრნენ
18-06-2018
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტის შესაბამისად მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ყოფა-ცხოვრებაში ორგანული ნივთიერებების უმნიშვნელოვანესი თვისებების აღქმა და დაკავშირება. 

ამ მიზნის მისაღწევად 103-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები ყვარელში კორპორაცია  „ქინძმარაულს“ ესტუმრნენ.

პროექტის პარტნიორი გახლდათ ღვინის ეროვნული სააგენტო, საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი კი კლასის დამრიგებელი-ნატა თეთვაძე.

პროექტის ფარგლებში ქიმიის პედაგოგმა რუსუდან ნუცუბიძემ მოსწავლეებს ღვინის დამზადების ტექნოლოგიური პროცესის კვალდაკვალ ორგანულ ნაერთთა გარდაქმნის სქემების შესახებ თეორიული მასალა გააცნო. 

ქარხანაში ბავშვებმა როგორც კლასიკური კახური, ასევე ევროპული ღვინის ტექნოლოგიური ხაზი, ენოთეკა და მარანი დაათვალიერეს, ბოლოს კი ღვინის დეგუსტაციის მინი მასტერ-კლასი ჩაუტარდათ.  

სკოლის დირექციის ცნობით, პროექტი ხელს შეუწყობს საგნის შესწავლისადმი მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას, ინტერესისა და უნარ-ჩვევების პრაქტიკულად გამოყენების გაღრმავებას. ასევე, ისინი ქიმიის როლის  შეფასებას ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში უკეთ შეძლებენ.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203