ბათუმის მრავალდარგობრივ გიმნაზია „იბერიაში“ პირველკლასელებმა პირველი სასწავლო წელი სპექტაკლით გააცილეს.
პატარა იბერიელებმა სპექტაკლი „ციხე-დარბაზი“ დადგეს და ამ წარმოდგენით შეაჯამეს გასული სასწავლო წელი მაყურებლის წინაშე.
ღონისძიების ბოლოს ბავშვებმა მასწავლებლისგან წამახალისებელი საჩუქრებიც მიიღეს და მათ სხვადასხვა ნომინაციაში სიგელები გადაეცათ.
გიმნაზია „იბერია“ ულოცავს მათ წარმატებულ პირველ სასწავლო წელს და მომავალში წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები