2025 წლიდან ბაღებში პერსონალს ხელფასი თითქმის 20%-ით გაეზრდება
27-12-2024

საბავშვო ბაღებში ხელფასები 125 ლარით გაიზრდება აღნიშნულის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, პარლამენტში 2025 წლის ბიუჯეტის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, მართალია, საჯარო მოხელეების ხელფასი როგორც დაგეგმილია ყოველწლიურად 10%-ით უნდა გაიზარდოს, თუმცა არის გარკვეული სფეროები სადაც საბაზო ანაზღაურება ძალიან დაბალია და ათ პროცენტიანი მატება საკმარისი არ იქნება.


ბაღების პერსონალთან მიმართებაში, განსხვავებული მიდგომა გვაქვს. გვესმის, რომ ბაზა არის დაბალი და მარტო 10%-იანი ზრდა არ იქნებოდა შესაბამისი, ამ მიმართულებითაც გვაქვს გრძელვადიანი ხედვა, როგორ უნდა დარეგულირდეს... კონკრეტულად მომდევნო წლის განმავლობაში, ეს არის 125-ლარიანი ზრდა, რაც დაახლოებით ამ ეტაპზე, დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე, 20-პროცენტიანი ზრდაა, ანუ იმაზე მაღალი ზრდა არის, ვიდრე ზოგადად საჯარო სექტორში და უფრო მაღალი ზრდა ამ მიმართულებით მომდევნო წლებშიც გაგრძელდება იმისთვის, რომ უფრო სწრაფად მოხდეს, ასე ვთქვათ, ხელფასების ადეკვატური დონის მიღწევა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203