მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარის საჯარო სკოლაში სასწვლო პროცესს დაუვიწყარს და დასამახსოვრებელს ხდის პედაგოგთა საინტერესო ინიციატივები და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა.
აღანიშნავია, რომ სკოლაში აქტიურად იმართება ლიტერატურული შეხვედრების სერიები, ამჯერად კი, საუბრები ეხებოდა რომანტიკოსებს, აქტივობის სახელწოდება კი გახლდათ - „მათ აჩრდილებთან“, .
სკოლაში, უფროსკლასებმა ქართველი რომანტიკოსი პოეტების შემოქმედებით გააცილეს შემოდგომა.
სკოლაში განსაკუთრებულ მადლობას უხდიან ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ღონისძიების ავტორს, ციალა ზურებიანს.
„ლამის უკვე ეს პირველი სემესტრიც მთლად შემოგველიოს სხვადასხვა რაკურსით მათზე ფიქრებსა თუ მოგონებებში:- სახელმწიფოებრივი ხედვა.., „სევდის ფილოსოფია“.., სიყვარული.., სულის უკვდავება და, თქვენ წარმოიდგინეთ, მათი პოლიტიკური გემოვნებაც კი ბევრჯერ მოქცეულა ჩვენი დისკუსებისა თუ განსჯების გულწრფელობით სავსე ორბიტაში“, - ასე აფასებენ სკოლაში ლიტერატურული შეხვედრების ციკლს და აქტიურ სასწავლო პროცესს.
იხილეთ ფოტოები: