''წიგნებს უნდათ მოვლა, ხელშევლება, გამომზეურება, აღმოჩენა, ყურადღება'' - რჩევები უწერის სკოლის მასწავლებლისგან
02-12-2016
მეორე წელია, უწერის საჯარო სკოლაში თანამედროვე მედიათეკის ოთახი არსებობს. ეს არის სივრცე, რომელშიც განთავსებულია საქველმოქმედო აქციის ფარგლებში მოგროვებული წიგნები.

ხელნაკეთ თაროებზე თემატურად დალაგებული წიგნები გამოალაგეს, რადგან, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლელა კოტორაშვილი ამბობს: 

"ხანდახან ყველაფერი უნდა აურიო, ძველი შეგრძნებები ამოქექო, გაიხსენო, მოიწონო ან თვალი ვერ გაუსწორო, წამოიყოლო ან დაივიწყო. მერე თავიდან უნდა დალაგდე, ნამდვილი მეგობრები გამოიყოლო, უნდა აეტუზო, მიეწებო, თან შენი ადგილიც არ დაივიწყო. ახალი ურთიერთობებიც უნდა ეძებო. წერტილდასასმელები უნდა მიაწერტილო - მექაქანებოდნენ და ტვინი ამხადეს, სანამ თაროებიდან სათითაოდ გადმომყავდნენ. წიგნებს უნდათ მოვლა, ხელშევლება, გამომზეურება, აღმოჩენა, ყურადღება."

წიგნების დალაგებაში მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას. ეს აქტივობა წიგნიერების დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203