ქუთაისის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრება გაჯერებული მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით.
შთამბეჭავია IVგ კლასის მოსწავლეთა აქტივობა, რომელთაც ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში სასკოლო კონფერენცია - „იმერეთის საგანძური“ გამართეს.
მოსწავლეები კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ. ისაუბრეს საიდან ვსწავლობთ ისტორიას? რას მოგვითხრობენ მიწაში დამარხული სიძველეები?
„კიდევ ერთი წარმატებული და ნაყოფიერი დღე სტუმრად ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში“, -ასე აფასებენ შთამბეჭდავ ღონისძიებას სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და პედაგოგის შემოქმედებითობა.
„ჩემი გონიერი ბავშვები, მადლობა ჩვენს შრომისმოყვარე და დაუღალავ პედაგოგს - ნატო გიორგაძეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: