„ჩვენ მოვდივართ!“-შრომის საჯარო სკოლაში მე-4 კლასის გამოსაშვები ზეიმი მოეწყო
18-06-2018
შრომის საჯარო სკოლაში მე-4 კლასის გამოსაშვები ზეიმი მოეწყო. 

„ჩვენ მოვდივართ!“- ღონისძიებას ასეთი სათაური ჰქონდა.

ორგანიზატორი კლასის დამრიგებელი ნინო დოლენჯაშვილი გახლდათ.

პატარების მიერ გამართულ კონცერტს მოწვეული სტუმრები: ლაგოდეხის რესურსცენტრის უფროსი მანანა ჩიკვაიძე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები, დირექცია, მასწავლებლები, მშობლები და ბავშვები ესწრებოდნენ. 

ღონისძიებამ, რომელიც ფეიერვერკით დასრულდა, განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203