ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებას აძლევს.
პირველი სვირის საჯარო სკოლაში არ არსებობს კვირა არ ხორციელდებოდეს ისეთი აქტივობა, რომლიც ხელს უწყობს მოსწავლეთა სამივე კატეგორიის ცოდნაზე გასვლას: ფაქტობრივი, პროცედურული, პირობისეული.
მასწავლებელთა თანამშრომლობა და კათედრებს შორის კავშირი საშუალებას იძლევა მიღწეული იქნას მიზანი.
დაწყებით საფეხურზე განხორცილდა პროექტი - „წითელქუდა“.
პროექტის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენდნენ მე-4 და მე-5 კლასები.
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ინგლისური ენის მასწავლებელი სოფიო ჟღენტი და ხელოვნების მასწავლებელი ნანა ნებიერიძე.
პროექტის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის ამაღლება და ნასწავლი ლექსიკური ერთეულების პრაქტიკაში გამოყენებას მინი-სპექტაკლის საშუალებით.
მოსწავლეებმა სრულად გაითავისეს დაკისრებული პასუხისმგებლობა, მოირგეს ზღაპრის პერსონაჟის როლები და საინტერესოდ წარდგნენ აუდიტორიის წინაშე.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მსგავსი მრავალფეროვანი აქტივობები მნიშვნელოვან და აუცილებელ პირობას წარმოადგენს დღევანდელ სასკოლო ცხოვრებაში.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს გაწეული შრომისათვის.
იხილეთ ფოტოები: