სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას მრავალფეროვან აქტივობებს, საინტერესო სასწავლო რესურსებსა და მეთოდებს მიმართავენ.
ნოქალაქევის საჯარო სკოლის V კლასში ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა - მიმოზა ფაცაციამ, ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე - „გარემოსთან შეგუება”.
გაკვეთილი მიზნად ისახავდა - მოსწავლემ შეძლოს დაუკავშიროს ორგანიზმების გარეგნული ნიშნები გარემოს, რომელშიც უწევს არსებობა და იმსჯელოს ნიშან-თვისებების შეგუებით მნიშვნელობაზე.
მოსწავლეებმა პრეზენტაციაზე საინტერესოდ ისაუბრეს საბინადრო გარემოში მცხოვრებ ორგანიზმებზე. გაკვეთილზე გამოიყენეს ვენის დიაგრამა.
ნაჩვენები იყო ვიდეორგოლი თემაზე - „დედამიწა“, რომლის გარშემო გამართულ დისკუსიაში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს ხარისხის მართვის ჯგუფი ესწრებოდა.
იხილეთ ფოტოები: