ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, საინტერესო აქტივობების, კონკურსებისა თუ პროექტების ჩატარებას, რაშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში ჩატარდა კონკურსი, რომელიც ძეგლებს ეხებოდა. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, შეისწავლეს მნიშვნელოვანი ძეგლები და ერთმანეთს ცოდნაში შეეჯიბრნენ.
კონკურის დასასრულს კი, მოსწავლეები წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ კონკურსი დირექტორის ფატმან ლაკლაკიშვილის მხარდაჭერითა და პედაგოგის გუარ ზორაბიანის ხელმძღვანელობით გაიმართა.
იხილეთ ფოტოები: