ნოქალაქევის საჯარო სკოლის VI კლასში ჩატარებულ მათემატიკის საინტერესო ღია გაკვეთილს ხარისხის მართვის ჯგუფი დაესწრო
13-12-2024

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის ხარისხის მართვის ჯგუფი საგაკვეთილო პროცესს აკვირდება და მასწავლებლებს განმავითარებელ უკუკავშირს აძლევს. 

სკოლაში გრძელდება გაკვეთილზე დასწრებები. ამჯერად, ხარისხის მართვის ჯგუფი VI კლასში ჩატარებულ მათემატიკის ღია გაკვეთილს დაესწრო.

გაკვეთილ პედაგოგი მანანა ქობალია ხელმძღვანელობდა. 

გაკვეთილის თემა გახლდათ „რიცხვის ნაწილის პოვნა“, მიზანი კი - რიცხვის ნაწილის პოვნის წესის აღწერა.

გაკვეთილზე გამოყენებული იყო სხვადასხვა აქტივობები: საშინაო დავალების შემოწმება, წინარე ცოდნის განმეორება-განმტკიცება, ახალი თემის გაცნობა. ჯგუფურ მუშაობაში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ, განიხილეს ისეთი ტიპის ამოცანები, რომლებიც მოითხოვს რიცხვის ნაწილის პოვნის გამოყენებას. დასასრულს, მოსწავლეებს შესასრულებლად მიეცათ საშინაო დავალება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203