ნოქალაქევის საჯარო სკოლაში ქალთა ძალადობის აღმოფხვრის დღისადმი მიძღვნილი 15-დღიანი კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
13-12-2024

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

ახლახან, ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ, მოქალაქეობის პედაგოგის-შორენა კიკაბიძის მხარდაჭერით, ჩაატარა ქალთა ძალადობის აღმოფხვრის დღისადმი მიძღვნილი 15 დღიანი კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება მიზნად ისახავდა ქალთა ძალადობის მიმართ ცნობიერების ამაღლებასა და ძალადობის დაგმობას.

ღონისძიების მონაწილეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები, დაამზადეს ბუკლეტები და შექმნეს პლაკატები. ერთად ნახეს მარიტას წამების ეპიზოდი თენგიზ აბულაძის ფილმიდან „ნატვის ხე“.

ღონისძიების კულმინაცია იყო დისკუსია თემაზე - „საზოგადოება ვალშია ძალადობის მსხვერპლთა წინაშე“, რომელშიც მოსწავლეებთან ერთად აქტიურად ჩაერთნენ პედაგოგებიც.

ღონისძიებას სკოლის დირექცია, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203