ხონის N2 საჯარო სკოლაში შემაჯამებელი და ღია გაკვეთილები აქტიურად ტარდება
18-06-2018

ხონის N2 საჯარო სკოლაში ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი მაია მაჭარაძე შემაჯამებელ თუ ღია გაკვეთილებს აქტიურად ატარებს. 

მეხუთე კლასში შემაჯამებელი გაკვეთილი საქართველოს კუთხეებზე ჩატარდა, ხოლო ღია გაკვეთილი კი ქართულ ოჯახსა და ტრადიციებზე. 

მე-7 კლასში ღია გაკვეთილი თემაზე „განათლების სისტემა და სასწავლებლები ძველ და თანამედროვე ეპოქაში“ გაიმართა. 

მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობა შეასრულეს და პრეზენტაციები წარმოადგინეს. 

მე-9 კლასში სამოქალაქო განათლების ღია გაკვეთილზე ჯანსაღი ცხოვრების წესზე და მავნე ჩვევებზე ისაუბრეს. 

გაკვეთილებმა წარმატებით ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203