მასწავლებლები, რომლებიც გამოცდაზე რეგისტრაციის საფასურს, 50 ლარს არ გადაიხდიან - დეტალები
16-12-2024

ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები განათლების კომიტეტმა განიხილა, რომელიც პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლებისთვის გამოცდის ჩაბარების ვადის გახანგრძლივებას ეხება და მათ კომპეტენციის დადასტურება 2026 წლის 1-ელ იანვრამდე შეეძლებათ.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული მასწავლებლები ყოველთვის და ამჯერადაც გათავისუფლებული არიან გამოცდის საფასურის გადახდისაგან, რომელიც შეადგენს 50 ლარს „სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 22 იანვრის No04/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესის" მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად.

იხილეთ ასევე: მასწავლებელთა გამოცდებთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შედის - დეტალები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203